ბიჭები არ ტირიან - ვიდეო, რომელმაც მსოფლიო შეძრა

"დაიწყეთ ბიჭებიდან" - ასე ჰქვია ამ პატარა ფილმს, რომელიც ინდოეთში გადაიღეს და საოცრად ეხმიანება ბოლოდროინდელ ქართულ რეალობას. ქალებზე გახშირებული ძალადობა ინდოეთში რა ხანია, მეტად აქტუალური თემაა. სწორედ ამას მიეძღვნა ვიდეო, თუ როგორ ვზრდით ბიჭებს დაბადებიდან.

ჩვენ ბიჭებს გამუდმებით ვასწავლით: "ბიჭები არ ტირიან", არადა, უნდა ვასწავლოთ: "ბიჭები გოგონებს არ ატირებენ", "ბიჭები არ სტკენენ გულს გოგონებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში ჩნდებიან". ეს ფილმის მთავარი მესიჯია.