შუახნის ადამიანები ასე სადილობენ და ხდებიან კიდეც

თუკი წონაში დაკლება და სხეულის ფორმების შეცვლა გსურთ - სრულად უნდა შეიცვალოთ თქვენი ჩვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს, უბრალოდ, ვერ მიიღებთ. აუცილებლად გამოგივათ, მთავარია - დაიწყოთ! იმისთვის, რომ ზედმეტ კილოგრამებს დაემშვიდობოთ, უნდა შეიცვალოთ თქვენი მიდგომა წონაში კლების მიმართ. მოემზადეთ გაოცებისთვის!


1. როგორ იწყება წონაში კლება?
უკვე დიდი ხანია, გვესმის, რომ აუცილებელია კალორიების დათვლა. თუკი მიღებული კალორიების რაოდენობას შევამცირებთ და მათ დახარჯვას გავზრდით, წონაში კლება სწორედ მაშინ დაიწყება. სინამდვილეში წონის დასაკლებად უნდა მოაწესრიგოთ დღიურად მისაღები ნახშირწყლების ნორმა. უნდა მიირთვათ მეტი ცხიმი და ცილები, ნახშირწყლები კი - დატოვეთ! თევზეული, თხილეული, ავოკადო, ხორცი, კვერცხი: ყველა ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ორგანიზმში ომეგა-6 და ომეგა-3-ის დაბალანსებას. ეს არეგულირებს ჰორმონ ინსულინის გამომუშავებას და შედეგად წონის აქტიურად მომატების პროცესი წყდება.

2. რატომ არის ასე ძალიან რთული ტკბილეულზე უარის თქმა?
იმიტომ, რომ ხშირად ჰორმონი ინსულინი წესრიგში არ არის. ადამიანი დისკომფორტს განიცდის სისხლში შაქრის მკვეთრი გადასვლით - თავბრუსხვევა, სისუსტე, სუსნაობის სურვილი. ტკბილეულის მოყვარულთათვის ერთი გამოსავალი არსებობს: სწორ კვებაზე გადასვლა, რომლის დროსაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სხვადასხვა მიკროელემენტებს იღებს, რაც ჰორმონალურ ფონს აწესრიგებს. მნიშვნელოვანია, ხშირად მიირთვათ ბროკოლი და სხვა მწვანე ბოსტნეული, მწვანილი. მათში შედის ქრომი, რომელიც ტკბილეულისადმი მიზიდულობას ბუნებრივი გზით ამცირებს.

3. როგორ უნდა მოახერხოთ სწორად კვება იმ შემთხვევაშიც, თუკი სამსახურში უამრავი საქმე გაქვთ და გრძნობთ, რომ ძალა არ გყოფნით? ამ შემთხვევაში საჭიროა გარკვეული წესის შედგენა და სისტემა. კარგი იქნება, თუკი ყოველდღიური მენიუს მიხედვით ერთი კვირის საკმარის პროდუქტებს წინასწარ მოიმარაგებთ. ძალიან მოსახერხებელია ერთი დღით ადრე გარნირი და ხორცი მოამზადოთ, თეფშზე გადაიტანოთ და გაუკეთოთ წარწერა: ორშაბათი - საუზმე, სამშაბათი - სადილი. ამგვარად ზედმეტ ლუკმებს არ შეჭამთ! ასევეა, ხილთან მიმართებაში - მოათავსეთ ისინი ცალ-ცალკე პარკებში, ეს დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რა რაოდენობის საკვებს იღებთ ერთ ჭამაზე.

4. დიეტის დასაწყისში ტელეფონიც დაგეხმარებათ, რომელსაც შეხსენების ფუნქცია აქვს. აუცილებლად უნდა იკვებოთ ოთხ საათში ერთხელ: ამ შემთხვევაში ორგანიზმი არ განიცდის საკვების დეფიციტს და თანდათან სწავლობს საჭირო ნივთიერების „მომარაგებას“. დააყენეთ ტელეფონი ისე, რომ პერიოდულად შეგახსენოთ დროულად ჭამა, მაცივრიდან ქათმის დროულად გამოღება ვახშმის მოსამზადებლად. ასევე, მნიშვნელოვანია, მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი - ამ ყველაფერში მობილური ტელეფონის შეხსენების ჯადოსნური ფუნქცია დაგეხმარებათ. სინამდვილეში ძალიან სასიამოვნოა რეჟიმში ცხოვრება, ყველაფრის მოსწრება და თანდათანობით იმის შეგრძნება, როგორ ლამაზდებით ყოველდღიურად.

5. იმის გარანტი, რომ ფიზიკური დატვირთვა შედეგს მოგცემთ - რეგულარული ვარჯიშია. უმჯობესია, ცოტ-ცოტა, მაგრამ ყოველდღიურად ივარჯიშოთ, ვიდრე კვირაში ორჯერ და ორგანიზმის სრული დატვირთვით. დღეში 30-წუთიანი ვარჯიში სრულიად საკმარისია სხეულზე ეფექტური მუშაობისთვის.

6. ბევრია დამოკიდებული იმ გარემოზე, რომელშიც ცხოვრობთ, იმ ადამიანებზე, რომელთანაც ყოველდღიურად ურთიერთობთ. წონაში დასაკლებად საჭიროა, მოერიდოთ ცდუნებებს და დროულად მოამზადოთ დიეტური კერძები, რათა შიმშილის შეგრძნებამ არ გძლიოთ. წონაში კლების დროს ბევრი ერიდება ისეთ მეგობრებთან ურთიერთობას, რომელთაც არ აინტერესებთ ჯანსაღი, სწორი კვება ან ხშირად არიან ისეთ გარემოში, რომელშიც სასიამოვნოა ყოველ პარასკევს ალკოჰოლის მიღება.


7. საკვებზე დამოკიდებულება რეალურად არსებობს! ყოველთვის, როდესაც გადამეტებულად იღებთ საკვებს, ტვინი ამას იმახსოვრებს: გამომუშავდება კმაყოფილების ჰორმონი - დოპამინი. შემდეგ ჯერზე, როდესაც გადაწყვეტთ, უარი თქვათ ტკბილეულზე ან შეამციროთ ცომეულის მიღება, დოპამინი აღარ გამოიყოფა და თავს ცუდად გრძნობთ. მოერიდეთ მოულოდნელ ვიზიტებს ისეთ ადგილებში, სადაც იცით, რომ გემრიელობებით გაგიმასპინძლდებიან. ფიზიკური დატვირთვისა და სწორი კვების გადაწყვეტა ყოველთვის სასიამოვნო ვერ იქნება, ის მუდმივად უნდა მიიღოთ, ყოველდღე, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე. ეს უნდა გააცნობიეროთ!

8. წონაში კლება ცხოვრების წესის დარეგულირებით - ეს ერთადერთი საიმედო გზაა. რამდენიმეთვიანი დიეტით ვერ მიიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც კვების შეცვლას მთელი წლით უზრუნველყოფს. რაფინირებულ ტკბილეულზე, ცომეულზე, სწრაფი კვების პროდუქტებსა და ალკოჰოლზე უარის თქმა - ნიშნავს არა მხოლოდ წონაში კლებას, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებას. ეს შესანიშნავი მოტივაციაა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის!


9. როგორ დავიკლოთ ზედმეტი წონა? - მხოლოდ კვებისა და ცხოვრების წესის შეცვლით. არანაირი ჯადოსნური საიდუმლო და უნივერსალური საშუალება არ არსებობს იმისთვის, რომ მუდმივად ფორმაში ვიყოთ. მხოლოდ ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა მოგვიტანს სასურველ შედეგს.