
ქობულეთში, სიდედრ-სიმამრთან სტუმრად მყოფმა კაცმა თავი ჩამოიხრჩო
- 09/11/18
- 949 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სუიციდის ფაქტი ქობულეთის რაინოის სოფელ ცეცხლაურში. 35 წლის მამუკა გობრონიძემ სიდედრ-სიმამრთან სტუმრობის დროს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი ცოლის ოჯახში იპოვეს. მამკაცი ოზურგეთის სოფელ ლიხაურში ცხოვრობდა.
როგორც სოფელში მერის წარმომადგენელი, ივანე ვაშაყმაძე „რეზონანსთან" ამბობს, ოჯახის წევრებისთვისაც უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი.
მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, კაცს ორიმცირე წლოვანი შვილი დარჩა. მისი განცხადებით, გობრონიძეს არც კონფლიქტი და არც სხვა რაიმე სახის დაპირისპირება ცოლთან არ ჰქონია.
ის გარდაცვლილს საკმაოდ დადებით ადამიანად ახასიათებს. ვაშაყმაძე ამბობს, რომ როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მას მეუღლის ოჯახთან სტუმრობისას არც სიდედრ-სიმამრთან კონფლიქტი არ მოსვლია.
მას წარმოდგენა არა აქვს, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს ვალები ან აზარტული თამაშით ხომ არ იყო დაკავებული.
"წარმოდგენა არავის არა აქვს, რა გახდა ამ ახალგაზრდა ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი. მას სრულიად დადებით ადამიანად დავასახელებდი. ჩვეულებრივი მუშა და გლეხი ადამიანი იყო. ორი შვილი ჰყავდა და სულ მუშაობდა, როგორც ყველა ჩვენი თანასოფლელი. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. თუმცა წინასწარი დათვალიერებით ამბობენ, რომ თვითმკვლელობა იყო და ის ცოლის ოჯახში ჩამომხვრჩვალი იპოვეს.
"არ ვიცი ჰქონდა თუ არა ვალები, მისი პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცი. არც ის გამიგია, რომ როდესმე აზარტული თამაში ეთამაშოს. მშვენიერი ცოლი და ოჯახი ჰყავს. მათაც მიზეზებზე საუბარი ძალიან უჭირთ. შეიძლება ადმიანს ჰქონდა ისეთი დარდი, რომელსაც ვერავის უზიარებდა", - აცხადებს „რეზონანსთან" მერის წარმომადგენელი.
ვაშაყმაძის მსგავსად გარდაცვლილის მეზობლებსაც უჭირთ მიზეზის ახსნა, რა გახდა ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობის მიზეზი. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით დაიწყო.