მამაკაცებს სრული გადაშენება ექმუქრებათ?
- 09/11/18
- 1565 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"მამაკაცებს სრული გადაშენება ემუქრებათ: Y ქრომოსომა, რომელიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს განასხვავებს, თანდათანობით ქრება" - გვაფრთხილებს ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორი ჯენი გრეივი.
როგორც ცნობილია, ქალებს აქვთ ორი X ქრომოსომა, მამაკაცებს - ერთი X და ერთი უფრო პატარა, Y ქრომოსომა. "სამასი მილიონი წლის წინათ Y ქრომოსომა 1, 4 ათას გენს მოიცავდა, ახლა კი მათი რაოდენობა მხოლოდ 45-ია. ამის გათვალისწინებით, Y ქრომოსომის გენები, დაახლოებით 5 მილიონი წლის შემდეგ სრულიად გაქრება".
Y - ქრომოსომა განსაზღვრულ გელს (სრი) შეიცავს, რომელიც მამაკაცის სქესობრივ თვისებებსა და მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი. " საქმე ისაა, რომ ადამიანებს, ისევე როგორც ძუძუმწოვართა უმრავლესობას, გამრავლება არ შეუძლიათ განაყოფიერების გარეშე, ვინაიდან რიგი აუცილებელი გენებისა მამაკაცებისგან უნდა მოდიოდეს", მოუთითებს ჯენი გრეივსი - "მაგრამ, საბედნიეროდ, შეგვიძლია გამოვიყენოთ ისევ ბუნების მინიშნება, რომ მღრღნელების ზოგიერთ სახეობას... არ აქვს Y ქრომოსომა და სრი გენი, ამავე დროს მითითებულ სახეოებებს ჰყავთ სრულიად ჯანმრთელი მამარები".