როგორ გავაქროთ დაზიანება ავტომობილზე 3 წუთში
- 09/11/18
- 4143 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ავტო-საგზაო შემთხვევა, ხულიგნები, ბურთით მოთამაშე ბავშვები, ყველანაირი შემთხვევითობა - ეს რამდენიმეა იმ შემთხვევათაგან, რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ თქვენი საყვარელი ავტომობილის კუზაო... ხშირად ხელოსნები ძალიან დიდ თანხას ითხოვენ მარტივი დაზიანების შესაკეთებლად, ამიტომ გთავაზობთ მარტივ, იაფ და გამოცდილ მეთოდს ამ პრობლემის გადასაწყვეტად....
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
უბრალო საყოფაცხოვრებო ფენი
დაპრესილი ჰაერით დატენილი ბალონი
პირველ რიგში გვჭირდება უბრალო საყოფაცხოვრებო ფენი. ჩართეთ შეძლებისდაგვარად ყველაზე ცხელ რეჟიმზე და შეუდექით დაზიანებული ადგილის გაცხელებას ჰაერის ცხელი ნაკადით.
მეორე ეტაპი პირველთან შედარებით არანაკლებ მარტივია, მაგრამ ეფექტი გამაოგნებელია. საჭიროა დაპრესილი ჰაერით დატენილი ბალონის გამოყენებით ჩვენს მიერ გაცხელებულ ადგილის გაციება. მოქმედება უნდა გრძელდებოდეს 15–20 წამის განმავლობაში.
ველოდებით გაყინვის შედეგად წარმოქმნილი ნადების გალღობას... ვტკბებით შედეგით!
გაფრთხილებები
დაპრესილი ჰაერით დატენილი ბალონის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ კომპიუტერულ მაღაზიაში.