რომელი სახელები იყო საქართველოში პოპულარული გასულ წელს

2014 სტატისტიკის მიხედვით, ვაჟების და გოგონების პოპულარული სახელები გამოვლინდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს ბიჭების სახელებში პოპულარული კვლავ გიორგია. 2014 წელს დაბადებულ 2 644 ახალშობილს სწორედ გიორგი დაარქვეს, რომელსაც ნიკოლოზი - 2 329 და ანდრია - 1912 მოსდევს.

ვაჟებს შორის პოპულარული სახელებია ასევე, გაბრიელი, ლუკა, საბა, დავითი და ალექსანდრე.

გოგონების სახელებს შორის კი ყველაზე დიდი პოპულარულობით გამოირჩევა მარიამი, ბარბარე და ელენე. გასულ წელს მარიამი - 3 346 ბავშვს დაარქვეს, ბარბარე - 2240-ს, ხოლო ელენე - 1966-ს.

გოგონათა პოპულარულ სახელებში ასევე, შედის ანასტასია, ნინო, ნია, ანა და ლიზი






წყარო