აი, რა მოხდება თუკი 20 წამის განმავლობაში არა თითს დაიზელთ

უცნაურია, მაგრამ ფაქტია – ერთი სწორი შეხება და თქვენ ბევრად უკეთ იგრძნობთ თავს. თავი გტკივათ ან ქრონიკული დაღლილობა გაწუხებთ? იქნებ პრედმენსტრუალური სინდრომი გაქვთ და გაღიზიანებული ხართ? დაეხმარეთ საკუთარ თავს ყოველგვარი წამლისა და ექიმის გარეშე... 
არსებობს მთელი მეცნიერება, რომელსაც რეფლექსოლოგია ჰქვია და ხელისგულზე არსებული ბიოაქტიური წერტილების ორგანიზმზე მოქმედებას სწავლობს.
 

ცერა თითი: შფოთვა, თავის ტკივილი

ცერა თითი მჭიდრო კავშირშია ადამიანის ემოციებთან, კერძოდ კი, შფოთვასა და დეპრესიასთან. ასევე, ეს თითი ნაღვლის ბუშტისა და კუჭის მუშაობასაც აკონტროლებს.
თუკი თავს გათანგულად და დათრგუნულად გრძნობთ ან თავის ტკივილი გაქვთ, რომელსაც ერთვის შფოთვა, მოჰკიდეთ ხელი ცერა თითს და ძლიერად დააწექით. ოღონდ არა იმდენად ძლიერად, რომ რაიმე იტკინოთ.
 

საჩვენებელი თითი: კუნთების ტკივილი, უიმედობა

საჩვენებელი თითი მჭიდრო კავშირშია შიშთან და იმედგაცრუებასთან. შინაგანი ორგანოებიდან კი ეს თითი თირკმელებს აკონტროლებს.
მინესოტას უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომელთაც თიკმელების პრობლემები ჰქონდათ, შესამჩნევი უკეთესობა შეემჩნეოდათ, როცა მათი მკურნალობის კურსში რეფლექსოლოგია ჩართეს.
გარდა ამისა, საჩვენებელი თითის მასაჟი ამცირებს კუნთების ტკივილს.
 

შუათითი: სიბრაზე, დაღლილობა

თუკი თავს დაღლილად გრძნობთ, სცადეთ შუათითის დაზელვა.
შუათითი პირდაპირ კავშირშია ადამიანის ემოციებთან, კერძოდ კი, სიბრაზესა და გაღიზიანებულობასთან. გარდა ამისა, ამ თითის მასაჟი ღვიძლის პრობლემებსაც მოგიხსნით.
მსგავსი ვარჯიში იმითაც არის ეფექტური, რომ აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, შესაბამისად კი, ხსნის შფოთვას, სიბრაზესა და დაღლილობას. განაგრძეთ  კითხვა