კარდაშიანის მიმბაძველმა გოგონამ ნაოპერაციები სხეულის შიშველი ფოტოები გაასაჯაროვა

სიახლე არავისთვის არაა და ამიტომ კარდაშიანი-ჯენერის ოჯახი წარდგენას არ საჭიროებს. ყველა იცნობთ სომხური წარმომავლობის ამერიკელ მსახიობსა და მოდელს, კიმ კარდაშიანს, რომელიც 1980 წლის 21 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა. კიმი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი და მისი საყვარლის რეი ჯეის სექს-ფირები გავრცელდა და ასევე, ის საზოგადოებამ ერთ-ერთ არხზე რეალითი შოუთი გაიცნო, სადაც მისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.


დღემდე პოპულარობით სარგებლობს კიმი, აქვს საკუთარი სხვადასხვა სახეობის ბიზნესი და გარდა ამისა, სკანდალებით იწევს რეიტინგს და შოულობს მილიონებს. მისი განიერი თეძოები და ხელოვნური დიდი მრგვალი უკანალი, ბევრი ახალგაზრდა გოგონას შთაგონება გახდა. ქალის სილამაზის პარამეტრებმაც განიცადა ეპოქალური ცვლილება და პლასტიკურ ქირურგებს კი საქმე მოემატათ. კიმის ერთ-ერთი მიმბაძველი ბრაზილიერი გოგონაა ჯენიფერ პამპლონა, რომელმაც 500 ათასი $ დახარჯა იმისათვის, რომ პლასტიკური ოპერაციების გზით მის კუმირ კიმს დამსგავსებოდა და ისიც არ მოერიდა, რომ ნაოპერაციები შიშველი სხეული სოციალური ქსელით საჯარო გაეხადა.


მთელი რიგი კომპლექსური ოპერაციების შედეგად ჯენიფერმა ამოიცალა რამდენიმე ნეკნი, გაიფართოვა თეძოები, გაიდიდა დუნდულები, მკერდში ჩაიდგა იმპლანტი, შეიცვალა ცხვირის ფორმა, აიჭიმა სახე, დაიწვრილა ყვრიმალები და გაიდიდა ტუჩები. თუმცა, ამ ყველაფრით კმაყოფილი არ არის და გეგმავს დუნდულების კიდევ უფრო გადიდებას ექიმების გაფრთხილების მიუხედავად.  იხილეთ  ფოტოსურათები