ისტორიაში პირველად საქართველოს ჭიდაობაში ქალი მსოფლიოს ჩემპიონი ყავს - ნინო ოძელაშვილის ოქრო და ტრადიციული ქართული ცეკვა

ბუდაპეტში მიმდინარე სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე 72 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ნინო ოძელაშვილი ჭიდაობა სამბოში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალია.


ქართველმა ფალავანმა 72 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში დამაჯერებლად 6:1 დაამარცხა რუმინელი ლორენა-ალექსანდრა პოდელენცკი. ხალიჩა კი ჩვეულ სტილში, ქართული ცეკვის ფონზე დატოვა.