რა გავლენას ა ხდენს ადამიანზე დღეში 3 ჭიქა ყავის დალევა?

ჰარვადის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებიც ყავის სასარგებლო თვისებებს 20 წლის მანძილზე სწავლობდნენ, სენსაციურ დასკვნამდე მივიდნენ. ექიმმა ფრანკ ჰუმ ახლახანს დაასრულა 20 წლიანი კვლევა და ახსნა, რატომაა ყავა უნიკალური სასმელი. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ბევრ ყავს სვამენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. მკვლევარის მტკიცებით, ყავის სისტემატიური მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და  ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რიკს. კვლევა 1976 წელს დაიწყო და მასში 210 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თავად ექიმი ჰუ მასშტაბურ კვლევას მხოლოდ 1996 წლიდან შეუერთდა:

„ყავა, ნამდივილად უნიკალური სასმელია. გარდა კოფეინისა, ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ უამრავ ნივთიერებას. ამდენად, მათი ზემოქმედების შეფასება ძალიან რთულია“, – ამბობს მეცნიერი. მისივე თქმით, კოფეინის შემცევლი და უკოფეინო ყავის ეფექტი ერთნაირად გამაოგნებელია. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება სისხლის დაავადებებსა და მეორე ტიპის დიაბეტს.

სწორედ ამ კვლევაზე დაყრდონობით, ფრენკ ჰუ ამტკიცებს, რომ ყავის ხშირი მოხმარება რადიკალურად ამცირებს დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის დაავადებებისა  და პარკინსონის განვითარების რისკს. გარდა ამისა, ყავა კარგად მოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, ის კარგად არეგულირებს გლუკოზისა და ინსულინის დონეს სისხლში. აქვე მკვლევარები გვაფრთხილებენ, დავიცვათ ყავის მიღების ნორმები, ზომიერებისა ფარგლებში გავაგრძელოთ ამ უნიკალური სასმელის მიღება. ყავის დღიური დოზა კი 3 ჭიქით განისაზღვრა.