ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში 18 წლის ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი ტრაქტორს მართავდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გადაბრუნდა და ქვეშ მოყვა. 18 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ - "მომხდარზე გამოძიება 276-ე მხულის, მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია."