"კვეჟოვიჩის" 20-წლიანი შურისძიება
- 11/11/18
- 10564 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ავთო ჩიხლაძის ბიჭი ქურდული ტრადიციით აღზარდეს, 16 წლისა "კანონიერ ქურდად" მონათლეს და მამის პატივისცემის ნიშნად ქურდულ სახელად "კვეჟოვიჩი" უწოდეს"
2014 წლის 11 იანვარს მოსკოვის შემოგარენში ქართველი "კანონიერი ქურდი" დავით მელქაძე, მეტსახელად "დათო ფოთინსკი" მოკლეს..
კრიმინალურ ავტორიტეტს თავდამსხმელმა ცეცხლი კრასნოგორსკის ჰიპერმარკეტის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაუხსნა, სადაც ის მეუღლესა (მეორე ვერსიით, ძიძასთან) და ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც კრიმინალურ წრეებში ამბობენ, დათო მელქაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ უარი თქვა ქურდულ ცხოვრებაზე და კერძო საბავშვო
ბაღი გახსნა. სწორედ ამ ბაღისთვის ავეჯის საყიდლად იყო მისული ჰიპერმარკეტში. იქიდან გამოსულს ავტომანქანამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როცა მოულოდნელად უცნობმა ცეცხლი გაუხსნა. მელქაძე ინსტინქტურად უმცროს ქალიშვილს გადაეფარა, ხოლო ცოლს და უფროს ვაჟს (10 წლის) დაუყვირა, - გაიქეცითო. მოულოდნელად მკვლელის იარაღში ტყვია გაიჭედა,”რამაც საშუალება მისცა მელქაძეს და მის მხლებლებს ჰიპერმარკეტში შეეღწიათ, თუმცა კილერი არ მოეშვა და სროლით დაედევნა... მძიმედ დაჭრილი მელქაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვრცლად