რას პასუხობს ქართველი „კანონიერი ქურდი“ რუსი სამართალდამცავების კითხვებს?
- 12/11/18
- 4071 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სანკტ-პეტერბურგში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გიორგი ბერიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ბერიაშვილი მიგრანტების სპეციალური პატიმრობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ჯერაც გაურკვეველია რომელ ქვეყანაში მოხდება მისი დეპორტაცია, ვინაიდან არც საქართველოში და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში მას სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნია. ახლა რუსი სამართალდამცავები ფიქრობენ, თუ რა მოუხერხონ მოქალაქეობის არ-მქონე „კანონიერ ქურდს“, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება.