“მამა ნიკოლოზის ერთგული მრევლის ნახელავი” – ირინა ლეჟავა ნაცემი მეზობლის ფოტოს აქვეყნებს

ირინა ლეჟავა “ფეისბუქზე” ავრცელებს ფოტოს, რომელზეც დასისხლიანებული მამაკაცის სახე ჩანს. ლეჟავას ინფორმაციით, ფიზიკური ძალადობა მამაკაცზე მამა ნიკოლოზის მრევლმა განახორციელა.

როგორც ლეჟავამ “ფორტუნასთან” განაცხადა, ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ადვოკატი დავით დადიანია.

ამავე ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი ფაქტს ადასტურებს და აკონკრეტებს, რომ დაპირისპირებისას მამაკაცს მამა ნიკოლოზის მრევლის წევრმა, თვალში ქვა ჩაარტყა.

“აი შედეგი! ეს ჩემი მეზობელია, რომლესაც მამა ნიკოლოზის მრევლმა თვალში ქვა ჩაარტყა. რისთვის? იმისთვის , რომ მაცხოვრებლებს მშვიდად დაძინება მოენატრა საკუთარ სახლში” – აცხადებს ის.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ დასაწყნარებლად პატრულს იძახებენ, თუმცა პოლიციის წასვლის შემდეგ, მასა ისევ აგრესიული ხდება.

“გიჟები არიან აგრესიული გიჟები ????‍♀️ქუჩაში თავისუფლად რომ დადიან ისიც ზედმეტია” – წერს ფოტოს კომენტარებში ერთერთი მომხმარებელი. 

“ვიცი,ყოველდღიურად მაქვს მათი ხილვის “ბედნიერება”…მეორე მხარეს,ჯანაშვილიდან,მთელი ზაფხული გადარიეს მაცხოვრებლები…. ???? ხომ გამოიყვანეს წინა მისამართიდან,კუტუზოვზე რომ იყო….ხოდა აქედანაც მოახერხონ გაყვანა” – წერს 


 

 

შეგახსენებთ, გამთენიისას მამა ნიკოლოზის მრევლი ადგილობრივ მოსახლეობას დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი კი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს. ბარნოვის 80 ნომერში მცხოვრები პირები, ბერის საცხოვრებელი სახლიდან გადასვლას ითხოვენ.  ბერი ნიკოლოზის მეზობლებმა, მას უჩივლეს, სწორედ ამის გამო მოხდა დაპირისპირება.