
ვინ არიან ქალები, რომლებიც ყოველთვის "კანონიერი ქურდების" გვერდით ჩანან
- 13/11/18
- 1955 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ქართველი "კანონიერი ქურდები" და ქალები, რომლებიც ყოველთვის მათ გვერდით ჩანან. ცოლები, მეგობარი გოგონები, დედები, თუ ქალიშვილები - ისინი ხშირად კრიმინალურ წრეებში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობენ.
მათ იციან ყველაზე მეტი "კანონიერი ქურდების" შესახებ.
"ციხე, იარაღი, ნარკოტიკები, ფული და ანგარიშსწორებები - ეს მათი ბედისწერაა" - ამბობს ერთ-ერთი რუსი ექსპერტი "კანონიერი ქურდების" მეუღლეებზე.
ზოგიერთი მათგანი პირადადაც არის ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში. მაგალითად, ცნობილია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდის" შაქრო კალაშოვის მეუღლე, მარინა გოლდბერგი შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად შეიყვანა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სინდიკატის წევრთა ბაზაში და ოფიციალურად მიანიჭა კრიმინალური ორგანიზაციის წევრის სტატუსი. აშშ-ს სახზინო დეპარტამეტმა კი მისი ანგარიშები გაყინა.