კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე დიდ სტრესს ცოლი ქმრისგან იღებს

გათხოვილი ქალი გაუთხოვარზე მეტ სტრესს განიცდის, რისი მიზეზიც სამსახური, ბავშვების აღზრდა და ქორწინება შეიძლება იყოს. დასტრესილი ცოლები ხშირად გრძნობენ თავის ტკივილს, დაღლილობასა და სიბრაზეს. შვილების მოვლაც ძალიან რთულია, თუმცა, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ გათხოვილი ქალის სტრესში მეუღლეს უფრო დიდი როლი უჭირავს, ვიდრე ბავშვებს. კვლევის მიხედვით, ქალების 46% ამბობს, რომ ქმრის ქცევებთან გამკლავება უფრო რთულია, ვიდრე შვილებთან, და აქ არაფერ შუაშია ღალატი ან ოჯახური ძალადობა.


სტატიაში გაგაცნობთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ქმრის ქცევას ცოლზე და როგორ უნდა აიცილოთ ისეთი ნეგატიური შედეგი, როგორიც სტრესია.

ქმარი ზრდასრული ბავშვივით იქცევა.

სიმართლე ისაა, რომ 43 წელს ქვემოთ მამაკაცები ხშირად იქცევიან ბავშვებივით. ეს მარტო არასერიოზულ ქცევებში კი არა, ბავშვების მიმართ მათ დამოკიდებულებაშიც გამოიხატება. "7 წლის ბავშვი რომ თავისი ასაკის შესაბამისად იქცევა, ნორმალურია, მაგრამ როცა 35 წლის მამაკაცი 7 წლის ბავშვივით იქცევა, ეს მართლაც სტრესულია", - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელმაც კვლევაში მიიღო მონაწილეობა.


უმეტესად, მამები შვილებთან ერთად ერთობიან. საბოლოოდ კი, ისე გამოდის, რომ ბავშვისთვის მამა ასოცირდება მეგობართან, არდადეგებთან და მხიარულ ადამიანთან, რომელიც მას ყველაფრის უფლებას აძლევს. დედები კი მეტად კონცენტრირებულები არიან ისეთ სერიოზულ საკითხებზე, როგორიცაა აღზრდა, დისციპლინა, ჯანმრთელობა, განათლება და ბავშვის განვითარება. ქალები მეტად მიჰყვებიან შვილების ყოველდღიურ რუტინას, აძლევენ მათ ინსტრუქციებს და უკრძალავენ ბევრ რამეს. ამიტომაც დედა ბავშვისთვის ხშირად ასოცირდება "ცუდ დეიდად", რაც რიგ შემთხვევებში შვილებთან, და ზოგჯერ პარტნიორებს შორის კონფლიქტსაც იწვევს.  განაგრძეთ  კითხვა