ირლანდიაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს

ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებთან არაერთმა პილოტმა მფრინავი ობიექტი დააფიქსირა. 

მანათობელი ობიექტი პირველად, პარასკევს, 9 ნოემბერს, 06:47 წუთებზე ბრიტანეთის ავიახაზების პილოტმა შენიშნა. 

როგორც ბრიტანეთის ავიახაზების პილოტი ამბობს, თავდაპირველად მას ეგონა, რომ სამხედრო-საჰაერო წვრთნა მიმდინარეობდა, რადგან იგი ძალიან სწრაფად მოძრაობდა. თუმცა საჰაერო კონტროლიორის განცხადებით, იქ არ იყო არავითარი საჰაერო წვრთნა.

კიდევ ერთი პილოტი, რომელმაც ამოუცნობი ობიექტი შენიშნა, კანადის ქალაქ მონრეალიადან ჰითროუში მიფრანავდა.

კიდევ ერთი წყაროს განცხადებით, თავდაპირველად ამოუცნობი ობიექტი მეტეორს მიამსგავსა, რომელიც დედამიწის ატამოსფეროში შემოდიოდა.

ირლანდიის საავიაციომ ძალებმა უკვე დაიწყეს გამოძიება , მანათობელ ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე.