გოგონა ფიქრობდა, რომ ინსულტი გადაიტანა, სანამ არ ნახა ვიდეო კადრები, სადაც მას გუდავდნენ

24 წლის მოლი ფილიპსი უელსის ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობს. ერთ-ერთი ივენთის შემდეგ ის უგონო მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონამ ჩათვალა, რომ ინსულტი გადაიტანა, თუმცა ექიმების მტკიცებით, მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა და ამიტომ, როდესაც მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახდა და სამსახურში დაბრუნდა, გადაწყვიტა ჩანაწერი ენახა, სადაც აღმოჩნდა, რომ გონების დაკარგვის მიზეზი ინსულტი სულაც არ ყოფილა.

კადრებში კარგად ჩანს, როგორ ჰკრა ხელი შეფმზარეულმა, მან კი წაქცევისას თავი ჩამოარტყა. ამის შემდეგ დამნაშავე მოლის გაგუდვას შეეცადა.
"ნათან უები (შეფმზარეული) ყელზე მთელი ძალით მიჭერდა და ჩემს გაგუდვას ცდილობდა. როგორც ჩანს, მე მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი, რაც შემეძლო წინააღმდეგობას ვუწევდი, თუმცა საბოლოოდ გონება დავკარგე და როცა გავიღვიძე, მომხდარის შესახებ აღარაფერი მახსოვდა. თვალებიდან არ ამომდის კადრები, სადაც მე გონებას ვკარგავ და ის გულიანად იცინის" - აღნიშნა მოლიმ.
შოკირებულმა ქალმა ბარის მფლობელს, ჯეისონ პირსს მიაკითხა, თუმცა მამაკაცმა მოლის მოყოლილი ამბავი გულთან ახლოს არც მიიტანა, უფრო მეტიც - მისი აბუჩად აგდებაც კი სცადა.


გამომდინარე იქიდან, რომ მოლის ფული ჭირდებოდა, ის იძულებული იყო ბარში მუშაობა გაეგრძელებინა მოძალადე მამაკაცის გვერდით. როდესაც სამსახურიდან წამოსვლა მოახერხა, ყოფილ თანამშრომელს უჩივლა და ვიდეო კადრებიც მტკიცებულების სახით წარადგინა.
ბარის მფლობელმა სასამართლოში განაცხადა, რომ ვერ წარმოიდგენდა, საქმე თუ ასე სერიოზულად იყო.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენწლიანი სასჯელი ელის შეფმზარეულს, თუმცა ცნობილია, რომ განაჩენის გამოტანამდე ის ისევ ბარში აგრძელებს მუშაობას.