სასექსის ჰერცოგინიას უხეში ქცევების და უცნაური ხასიათის გამო სასახლის თანამშრომლები სამსახურდან გათავისუფლდნენ

კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლების ინფორმაციით, მეგან მარკლის უცნაური ხასიათის და უხეში ქცევების გამო, სამი ასისტენტი, თანამშრომლობიდან გათავისუფლდა და ცნობილი წყვილი მიატოვა. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასახლის თანამშრომლებმა განაცხადეს:

- "ერთი ასისტენტის დაკარგვა, პრობლემას არ წაროადგენდა, მაგრამ სამი თანამშრომელი, უკვე სკანდალია" - ამბობენ სასახლის წარმომადგენლები.   

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, სასახლის წარმომადგენლები, შეშფოთებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ მეგან მარკლის დამხმარე ასისტენტი, მელისა, პრესტიჟულ სამსახურში, ექვს თვიანი მუშაობის შემდეგ, გაურკვეველი მიზეზების გამო, მოულოდნელად გაათავისუფლდა. მელისია, სწორედ ის ასისტენტია, რომელმაც მეგანის და ჰარის, ქორწილის ცერემონიის ორგანიზაციაში ეხმარებოდა. ცნობილია ასევე, რომ მელისას, სასქსის ჰერცოგინიას მამასთან, ტომას მარკლისთან, რთული ურთიერთობები ჰქონდა. ქალბატონის გათავისუფლების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მხოლოდ ის ფაქტია ცნობილი, რომ მეგანს, საკმაოდ რთული ხასიათი აქვს და მომსახურე პერსონებთან, საკმაოდ უხეში დამოკიდებულაბა აქვს. ამბობენ, რომ პრინც ჰარისაც კი, შეეცვალა ხასიათი, მაგრამ უარესობისკენ. 

ქორწილის ცერემონიამდე, რამდენიმე ხნით ადრე, პრინც ჰარის და სასახლის თანამშრომლებს შორის, სერიოზული კონფლიქტი დაფიქსირდა. დედოფლის შვილიშვილმა, სასახლის თანამშრომლებს, ხმამაღალი ტონით მიმართა:

"მეგანს, რაც მოესურვება, ყველაფერი უნდა აუსრულოთ" - უბრძანა ჰარიმ.  

ჰარის ხასიათის შეცვლის ერთ-ერთ მიზეზად, ის ფაქტიც სახელდება, როცა მეგანმა, ქორწილის ცერემონიაზე, დედოფალთან შეუთანხმებლად, ზურმუხტის თვლებიანი დიადემის დადგმა გადაწყვიტა. 

დედოფალმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მეგანი, ყველაფერს შეასრულებდა ისე როგორც მას სურდა და დაიდგამდა იმ დიადემას, რასაც დედოფალი უბრძანებდა. დედოფალმა, ჰარის მეგანის რთულ ხასიათზეც კი მისცა შენიშვნა და მოახსენა, რომ ჰერცოგინიას, მომსახურე პერსონებთან, უხეში და რთული დამოკიდებულება ჰქონდა. 

"Daily Mail"-ის ინფორმაციით, სასახლის  კიდევ ერთი თანამშრომელი, 49 წლის სამანტა კოენიც გაათავისუფლეს - მეგანის და ჰარის პერსონალურ მდივანი, რომელიც 17 წლის განმავლობაში, სასახლეში მუშაობდა. წინა წლებში სამანტა, ელისაბედ II-ს პირადი მდივანი იყო, მაგრამ ქორწილის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ მეგანს, სასახლის საქმეების შესწავლაში დახმარებოდა და სამუშაოდ, ბუკინჰემის სასახლიდან, კენსინგტონში გადავიდა. 

სამანტა კოენის გათავისუფლებამდე, სასახლე დატოვა ასევე მისმა წინამორბედმა, ედუარდ ლეინ ფოქსმა, რომელიც ჰარის "მარჯვენა ხელად" მოიაზრებოდა. ედუარდი, 15 წლის განმავლობაში, ერთგულად ემსახურებოდა პრინცს. გადაწყვეტილება, სასახლიდან გათავისუფლების შესახებ, ფოქსმა, ზაფხულში მიიღო.


primetime.ge