მეგან ამრკლი და პრინცი ჰარი კენსინგტონის სასახლეს დატოვებენ და ცალკე გადავლენ საცხოვრებლად

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია კენსინგტონის სასახლეს დატოვებენ და უინძორში გადავლენ, სადაც პირველი შვილის დაბადებამდე დარჩებიან. ამის შესახებ BBC წერს.

სასახლეს, სადაც პრინცი უილიამი და მისი ცოლი ქეით მიდლტონი ცხოვრობენ, ჰარი და მეგანი 2019 წლის დასაწყისში დატოვებენ.

"უინძორის სასახლე მათი უდიდებულესობებისთვის განსაკუთრებული ადგილია და ისინი მოხარულნი არიან, იქ გადასვლით", - წერია კენსინგტონის სასახლის განცხადებაში.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი პირველ შვილს 2019 წლის გაზაფხულზე ელოდებიან. ისინი 19 მაისს დაქორწინდნენ.

ქორწილის შემდეგ, მეგანი და ჰარი კენსინგტონის სასახლეში, უილიამის ოჯახთან ახლოს ცხოვრობდნენ.