რენტგენის ფირფიტაზე 1950 წლის სიმღერა აღმოაჩინეს, სადაც გეი კინტო სიყვარულს უმღერის (ვიდეო)

მუსიკის ჟურნალისტმა ლაშა გაბუნიამ რენტგენის ფირფიტაზე ჩაწერილი კინტოს სიმღერა იპოვა, რომელიც ქართველი მსმენელისთვის ამ დრომდე უცნობი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია popmusic-მა გაავრცელა.

"რენტგენის ფირფიტები სსრკ-ში არსებობდა 1940-1960-იან წლებში, მაგნიტოფონების მასობრივად შემოსვლამდე. მათზე სიმღერები კუსტარულად იწერებოდა 78 ბრ/წთ-ში სიჩქარით", — ვკითხულობთ ლაშას მიერ იუთუბზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.

დიდი შანსია, რომ სიმღერა ფარულად ჩაეწერათ, იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალური კავშირები აკრძალული იყო. სსრკ-ში ისჯებოდა ცეკვა კინტაურიც (ე.წ. შალახო).

"მუჰამედ და აბდულიც
სიყვარულს მეფიცება,
ორივეს შეყვარება
აბა, როგორ იქნება.

ერთმა შარფი დამპირდა,
სიყვარულისთვის,
მეორე კი თავს იკლავს,
ჩემი გულისთვის", — მღერის კინტო.