ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი და რა გახდა მათი დაშორების მიზეზი

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და გრი­გოლ ვა­შა­ძის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ამ დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია. რო­მე­ლი გახ­დე­ბა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ეს ზეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. გრი­გოლ ვა­შა­ძის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან, დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს მისი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა, ასეა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც. პრე­ზი­დენ­ტო­ბის ორი­ვე კან­დი­დატს პირ­ვე­ლი ოჯა­ხი დან­გრე­უ­ლი აქვს. გრი­გოლ ვა­შა­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე საბ­ჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია ალ­ხი­მო­ვა იყო. მათ გა­უჩ­ნდათ ვაჟი ნო­და­რი, თუმ­ცა, 5 წლის იყო ბავ­შვი, როცა ნა­ტა­ლი­ას სსრკ-ში ცნო­ბი­ლი, წარ­მო­შო­ბით გუ­და­უ­თე­ლი პი­ა­ნის­ტი ან­დრეი გავ­რი­ლო­ვი შე­უყ­ვარ­და და მას­თან ერ­თად ინ­გლის­ში გა­ი­პა­რა.რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, მისი პირ­ვე­ლი ქმა­რი ნი­კო­ლოზ კოკი გურ­ჯეს­ტა­ნი იყო. ის აქამ­დე არ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლა, გუ­შინ ღა­მით კი მისი სა­ხე­ლით წე­რი­ლი გავცრელ­და, სა­დაც ის მხარს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნი 22 წლის ასაკ­ში რომ­ში გა­იც­ნო. ამის შე­სა­ხებ ის, ერთ-ერთ ძველ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც სან­დრო ნა­ვე­რი­ან­მა ჩა­წე­რა.

კო­კის ნამ­დვი­ლი გვა­რი გუ­გუშ­ვი­ლია, „გორ­ჯეს­ტა­ნი“ კი სპარ­სუ­ლად „სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­სულს“ ნიშ­ნავს.

მე-20 სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს, კო­კის მამა სპარ­სეთ­ში წა­ვი­და. ახა­ლი ქვე­ყა­ნა, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი - ამან მი­ი­ზი­და. ნი­კო­ლო­ზის ტახ­ტი­დან ჩა­მოგ­დე­ბამ და სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლარ­მი­ე­ლე­ბის შეს­ვლამ კი მას სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ყვე­ლა გზა მო­უჭ­რა. მე­ო­რე რე­ვო­ლუ­ცი­ამ კი, რო­მელ­მაც შაჰი და­ამ­ხო, იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და შვი­ლებ­თან, ამე­რი­კა­ში წა­სუ­ლი­ყო.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და კოკი გუ­გუშ­ვილს ორი შვი­ლი, თე­ი­მუ­რა­ზი და ქე­თე­ვა­ნი ჰყავთ.

რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, ქმარ­თან და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სე­ბის გამო მი­ი­ღო.

"ჩემს ქმარს სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ხედ­ვა ჰქონ­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი გვყავ­და. ის, რა­მაც ერთ დროს დაგ­ვა­ახ­ლო­ვა, ვხე­დავ­დი, რომ აღარ გვა­ერ­თი­ა­ნებ­და. ბავ­შვე­ბიც ვერ შვე­ლო­და ჩვენს კავ­შირს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად