რომელი ზოდიაქოს ნიშანი გამდიდრდება 2015 წელს

ოდის ახალი 2015 წელი და ბუნებრივია ყველას აინტერესებს, რას მოუტანს ლურჯი (მწვანე) თხის წელი პირადად მას და მის ოჯახს.


ვერძი - ამ ადამიანებს გასაოცარი უნარი აქვთ უთავბოლოდ ხარჯონ ან ერთი-ორად გააორმაგონ საკუთარი კაპიტალი.

ვერძი მზადაა ფულის გამო თავით გადაეშვას საეჭვო ფინანსურ მაქინაციებსა და ავანტურებში. 2015 წლის დასაწყისი, შესაძლოა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთათვის ფინანსურად ნაკლებად წარმატებული იყოს.

თუმცა მოხერხებული ვერძი სიტუაციიდან თავის დაღწევას მალე შეძლებს. შეიძლება ვერ გამდიდრდეს, მაგრამ მისთვის ფინანსურად არცთუ ისე წარუმატებელი წელი იქნება.

კურო - მშრომელი და ხელმომჭირნეა. 2014 წლის დანაზოგი მას დაეხმარება რომ 2015 წლიდან ბიზნესი წამოიწყოს, რაც ნადვილად წარმატების მომტანი იქნება. გამორიცხული არ არის, რომ კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები წელს მილიონრებად მოგვევლინონ.

ტყუპები -
ტყუპებს აქვთ უნარი ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთონ. ბიზნესშიც ასეა, თუმცა ამის გამო ხშირად არ უმართლებთ. ასტროლოგები ურჩევენ, რომ კონცენტრაცია მხოლოდ ერთ საქმეზე მოახდინონ და წარმატებაც არ დააყოვნებს.

კირჩხიბი -
კირჩხიბს ფული უყვარს, თანაც ძალიან. ის შემგროვებელია, თუმცა არ იცის როგორ უნდა დააბანდოს, რათა შემდეგ დიდი სარგებელი ნახოს. ამიტომ, კირჩხიბებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ დაფიქდნენ და ფული ისეთ საქმეში ჩადონ, რაც მათ წარმატებას მოუტანთ. კირჩხიბს 2015 წელი აძლევს გამდრიდრების შანსს. მთავარია, სწორად გათვალოს.

ლომი - როგორ უნდა გამდიდრდეს ლომი, მაშინ როცა ფიზიკური შრომა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არა მარტო არ უყვართ, უფრო მეტიც - ორგანულად ეზიზღებათ. ამიტომ, შრომა თუ არ უყვართ, იქნებ კარგი პიარი მაინც გაუკეთონ საკუთარ თავს, საიმისოდ რომ ფინანსურ სარბიელზე წარმატებას მიაღწიონ.

ქალწული -
ზოდიაქოს ყველაზე ფულისმშოვნელ-გამომმუშავებელი ნიშანია. დაბადებიდან ახასიათებს ეკონომიურობა, კარგი ფინანსური ალღო და ანალიტიკური აზროვნების უნარი. შეუძლია წლების მანძილზე იმუშაოს მუყაითად საიმისოდ, რომ საკუთარი შემოსავალი არა ორჯერ ან სამჯერ, მაქსიმუმ ათჯერ მაინც გაზარდოს. ქალწულისთვის 2015 წელი არ იქნება ფინანსურად დიდად გამორჩეული, თუმცა მას გაღარიბება ნამდვილად არ ელის.

სასწორი - ხშირად საკუთარი გარეგნული მონაცემების, ან არტისტული შესაძლებლობების ხარჯზე მდიდრდება. ამიტომ სასწორებმა წელს აუცილებლად სცადეთ ძალები მოდელის პროფესიაში, ან მსახიობად, თუნდაც ტელეწამყვანად. ეს აუცილებლად მოგიტანთ ფინანსურ წარმატებას, სხვა მხრივ 2015 თქვენთვის არცთუ ისე მომგებიანი იქნება.

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, დიდი ქონების დაგროვება არცთუ რთული საქმეა. მთავარია მათ ეს ნამდვილად მოინდომონ. მორიელისთვის 2015 ფინანსურად სუპერ წარმატებული წელია. მთავარია, შრომა არ დაეზაროთ.

მშვილდოსანი - მშვილდოსნებს როგორც წესი ფინანსებთან მიმართებაში უდარდელი და ერთობ დაუდევარი დამოკიდებულება ახასიათებთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მმართველი პლანეტა იუპიტერის გავლენით, მათ სხვებზე უფრო ხშირად უმართლებთ ცხოვრებაში ფინანსური თვალსაზრისით. მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა 2015 წელს შეიძლება მოიგონ ლატარიაში დიდი თანხა, ბინა, ან მანქანა. მშვილდოსნებს ასტოლოგები ურჩევენ რომ თავი შეიკავონ მფლანგველობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაკოტრდეთ.

თხის რქა -
ზოდიაქოს ე.წ ”მუშა კლასის” წარმომადგენელს, ცხოვრებაში ფინანსურ წარმატებაზე მეტად ბრწყინვალე კარიერის გაკეთება და საყოველთაო აღიარება სწყურია. 2015 მისთვის ნამდვილად წარმატებული წელი იქნება. კარიერული წინსვლა მას ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს.

მერწყული - ფინანსურ საქმეებს, მერწყულების უმრავლესობა, როგორც წესი, ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო აგებს, ვიდრე ლოგიკის დახმარებით. 2015 წელს მერწყულებს ინტუიცია შესუსტებული აქვთ, ამიტომ ფულს ინტუიციაზე დაყრდნობით ნუ დააბანდებთ. თუკი ასტროლოგების რჩევას გაითვალისწინებთ, შესაძლოა, გამდიდრდეთ კიდეც.

თევზები -
გონებაგაფანტული და ზედმეტად მეოცნებენი არიან და იშვიათად ახერხებენ ცხოვრებაში ფინანსური კუთხით განსაკუთრებული წარმატების მიღწევას. შეეშვით ოცნებას, ცხოვრებას თვალი გაუსწორეთ, გათვალეთ და ფინანსური წარმატება ნამდვილად არ დააყოვნებს. განსაკუთრებით კარგი, ამ კუთხით 2015 წლის ბოლო იქნება.



წყარო