რა მხოდება თუკი ხვალ, არჩევნებზე ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს?

28 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა. უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა პრე­ზი­დენტს პირ­და­პი­რი წე­სით ბო­ლო­ჯერ ირ­ჩევს. თუ ამ პო­ლი­ტი­კუ­რად ცხელ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ატ­მოს­ფე­როს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, დიდი ალ­ბა­თო­ბით სიმ­შვი­დე, არც კენ­ჭისყ­რის დღე­საა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

 

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი: რა მოხ­დე­ბა, თუ არ­ჩევ­ნებ­ზე მივა და ორი­ვე კან­დი­დატს გა­და­ხა­ზავს? ან რა მოხ­დე­ბა, თუ ორი­ვე კან­დი­და­ტი თა­ნა­ბარ ხმებს და­აგ­რო­ვებს? რა შემ­თხვევ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ცხად­დეს არ­ჩევ­ნე­ბი ჩაშ­ლი­ლად? გვე­ლის თუ არა "მე­სა­მე ტური" და ა.შ. რო­გორც AMBEBI.GE-მ გარ­კვია არ­ჩევ­ნე­ბის ჩაშ­ლის, არც თე­ო­რი­უ­ლი და არც სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ორი­ვე კან­დი­და­ტი ხმე­ბის თა­ნა­ბარ რა­ო­დე­ნო­ბას და­აგ­რო­ვებს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა ის კან­დი­და­ტი რო­მელ­მაც პირ­ველ ტურ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ხმა მი­ი­ღო.

 

"სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლადო ბოჟა­ძე:

"არ­ჩევ­ნე­ბის ჩაშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­ში მხო­ლოდ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზეა დათ­ქმა, რომ თუ სა­სა­მარ­თლომ ბა­თი­ლად ცნო ურ­ნე­ბის 10%-ზე მე­ტის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის შე­დე­გე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბი ხე­ლახ­ლა ჩა­ტარ­დე­ბა, რო­გორც ეს მოხ­და 2003 წელს. მაგ­რამ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მსგავ­სი ჩა­ნა­წე­რი არ გვაქვს. არ­ჩე­უ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც მეტ ხმას მი­ი­ღებს. თა­ნაბ­რად თუ გა­და­ნა­წილ­და, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რად­გან კა­ნონ­ში წე­რია, რომ პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა ის, ვინც პირ­ველ ტურ­ში მი­ი­ღო ყვე­ლა­ზე მეტი ხმა.  განაგრძეთ  კითხვა