ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2019 წელს ნამდვილ სიყვარულს იპოვიან
- 27/11/18
- 1435 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გარეული ღორის წელი ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს სასიყვარულო თავგადასავლების თვალსაზრისით, ამაღელვებელ წელიწადს ჰპირდება. ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა, სასურველ პარტნიორს 2019 წელს შეხვდნენ?
კურო
კუროს 2019-ში შანსი ეძლევა თავის ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდეს, თუმცა ამისთვის მას საკუთარ შეხედულებებთან მუშაობა მოუწევს. თუ უკვე დიდი ხანია მარტო ხართ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ყველაფერი თქვენს ხელშია! დაამყარეთ წესრიგი საკუთარ თავსა და ფიქრებში. მხოლოდ მაშინ შეძლებთ იმის მიღებას, რაც გწადიათ, როდესაც ამისთვის თავად იქნებით მზად.
ტყუპები
ტყუპები ის ნიშანია, რომლისთვისაც მარტოობა დიდხანს არასდროს გრძელდება. შეგიძლით 2019 წელს თავს იღბლიანი უწოდოთ. დიდი ალბათობით სიყვარული მათ 2019 წლის დასაწყისშივე ეწვევა. ნუ გაგიკვირდებათ - ეს თქვენი წელია. იანვრის დასაწყისში ვენერა, მზე და იუპიტერი ისეთ იშვიათ განლაგებას ქმნის, რომ ეს სიყვარულის პოვნის შანსს ტყუპებისთვის მნიშვნელოვნად ზრდის. მათ მეწყვილეების ძებნაც არ დასჭირდებათ, ისინი მათ თავად იპოვიან.
ქალწული
მთვარის, მზისა და ვენერას განლაგების მიხედვით, ქალწულები სიყვარულს წლის პირველ ნახევარში უნდა ელოდონ. ასტროლოგები ყურადღებით ყოფნას გირჩევენ, რადგან 2019 წლის პირველ ნახევარში ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი შანსი გექნებათ თქვენს რჩეულს შეხვდეთ.
მორიელი
მორიელისთვის 2019 წელი მღელვარედ ჩაივლის. მომავალ წელს ზოდიაქოს ამ ნიშნებს რამდენიმე ლამაზი რომანის მოსწრების შესაძლებლობაც კი ექნებათ. სწორედ ახლა შეიძლება შეხვდნენ პარტნიორს, რომელსაც წლები ელოდნენ. განაგრძეთ კითხვა