გაიცანით, ქართველი ოჯახი, რომელიც ინტერნეტს იპყრობს

ტყუ­პი ძმა და ერთ-ერთი ძმის ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლი - ამ ფო­ტოს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გა­დავ­წყვი­ტეთ, მოგ­ვე­ძებ­ნა "მთა­ვა­რი გმი­რე­ბი" და თქვენ­თვის გაგ­ვეც­ნო. ეს ტყუ­პი ძმა გელა და გი­ორ­გი გო­ჩი­ტაშ­ვი­ლე­ბი არი­ან. მათ კი­დევ ჰყავთ უმ­ცრო­სი ძმა - მიშო. ეს პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბი გე­ლას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან. სწო­რედ გელა გო­ჩი­ტაშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- ინ­ტერ­ნეტ­ში სულ ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და თქვე­ნი ფოტო და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორ შეხ­ვდით ინ­ტერ­ნეტ­პო­პუ­ლა­რო­ბას? ელო­დით ხალ­ხის ასეთ რე­აქ­ცი­ას?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტაჟს. ეს ფოტო გა­და­ი­ღო ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ელე­ნე წიკ­ლა­ურ­მა, და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვის წინ. და­დე­ბის­თა­ნა­ვე ჩემს ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და მერე დი­დად არ გამ­კვირ­ვე­ბია... ბავ­შვო­ბი­დან ვფლობ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ტყუპს, მით უმე­ტეს მა­მა­კაც ტყუპს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი შან­სი აქვს, რომ ტყუ­პი შვი­ლე­ბი ჰყავ­დეს, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორც მახ­სოვს, შან­სე­ბის ალ­ბა­თო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1.7%-ს შე­ად­გენს, ასე რომ, რას არ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რას არ ვი­ფიქ­რებ­დი, მაგ­რამ ამას ნამ­დვი­ლად არა... ეს ნამ­დვი­ლად სას­წა­უ­ლია, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა კი ამ შემ­თხვე­ვა­ში - ადეკ­ვა­ტუ­რი.

- დიდი ინ­ტე­რე­სი განჩდა. მოგ­ვი­ყე­ვით, რა პრო­ფე­სი­ის ხართ, რას საქ­მი­ა­ნობთ, რამ­დე­ნი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ხართ?

- პრო­ფე­სი­ის რა მო­გახ­სე­ნოთ, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჰო­ბის უფრო ვუ­წო­დებ­დი მხატ­ვრო­ბას, ვიდ­რე პრო­ფე­სი­ას. დიდი ხა­ნია გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ ამ საქ­მი­ა­ნო­ბით ოჯახს ვერ შე­ი­ნა­ხავ. ამ­ჟა­მად ჩემი ბიზ­ნე­სით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ტუ­რის­ტულ სფე­რო­ში. ყო­ველ­დღი­უ­რად ვცდი­ლობ განვვი­თარ­დე და რა­ღაც ახა­ლი შევ­ქმნა. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ ახალ პრო­ექ­ტზე ჩემს ტყუ­პის­ცალ­თან ერ­თად, დღე-დღე­ზე გავ­ხსნით ლუ­დის და ღვი­ნის დიდ მა­ღა­ზი­ას, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც ჩვე­ნი გვა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს... დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებთ და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ხალ­ხს მო­ე­წო­ნე­ბა ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი.  განაგრძეთ  კითხვა