ავარია რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე (ვიდეო)
- 28/11/18
- 1244 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავ-თბილისის ავტომაგისტრალზე, რესტორან მარაბდის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ერთმანეთს ოთხი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ტაქსის, რომელსაც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრი გადაჰყავდა "ჰონდას" მარკის ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა და 2 ადამიანი დაშავდა . სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქზე გამოძიება 276-ე მუხლის, 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.