
რამ გამოიწვია ქართველების ასეთი სილამაზე? - ისინი ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას
- 29/11/18
- 4637 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"კავკასიის დიდი ხნის შესწავლის შემდეგ დასკვნა გამოვიტანე, რომ საქართველოში არა მარტო კავკასიის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ლამაზი ქალები და პატრიოტი კაცები ცხოვრობენ. ხშირად მეკითხებიან, რამ გამოიწვია ქართველი ადამიანის სახის ნაკვთების ასეთი სილამაზე, მისი ჩამოყალიბება. პასუხი ცხადია, როგორც გავარკვიე და რასაც ჩემი თვალებით ვხედავდი, ქართველი მამაკაცები ერიდებიან უცხოტომელებთან შეუღლებას და ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი ქალები თითქმის არ მიჰყვებიან ცოლად უცხოტომელებს, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა და ეს გამოწვეულია არა მარტო პატრიოტიზმით და ჯიშის შენარჩუნების სურვილით, არამედ მათ უბრალოდ ძალიან მოსწონთ ერთმანეთი, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა მათთან ურთიერთობის დროს.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ერი, რომელმაც კავკასიაში ყველაზე კარგად შეინარჩუნა თავისი სახე, ყველაზე ნაკლებად აღრია თავისი სისხლი უცხო სისხლთან. ადრე ქართველ ბიჭებს და გოგოებს თურქები და სპარსები იტაცებდნენ თავისი ჯიშის გასაუმჯობესებლად და ეს არც მიკვირს, თვითონ თურქები და სპარსებიც აღიარებენ ამას. საოცარი ერია, შეიძლება ითქვას ქართველი კაცი და ქართველი ქალი სრულად ავსებენ ერთმანეთს."
ეს სიტყვები იოჰან-ფრიდრიხ ბლუმენბახს ეკუთვნის, გერმანელ ზოოლოგს, ანთროპოლოგს. ეს იყო ადამიანი, რომელმაც საქართველო და ზოგადად კავკასია თეთრი რასის სამშობლოდ გამოაცხადა, ქართველებს ის ხშირად სამყაროს უძველეს არიელებადაც იხსენიებდა