
კადრი, რომელმაც არჩევნები გადაფარა – როგორ განვითარდება მოვლენები “ჩემი ცოლის დაქალებში”
- 29/11/18
- 1431 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელს ყოველ სეზონზე საინტერესო პერსონაჟებით ანებივრებს. ზაზას ცოლს, ქეთის, თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. ქეთი საგონებელშია ჩავარდნილი, მოსწონს მის ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი მამაკაცი, რომელიც მის მიმართ სითბოს გამოხატავს, თუმცა საკუთარ თავს ამაში ვერ უტყდება. ამას რა თქმა უნდა, უმალავს ქმარსაც, რადგანაც ეშინია მოძალადე მეუღლის, ოჯახის, რომელშიც ცხოვრობს და რომელიც მის მიმართ დიდი სითბოთი არ გამოირჩევა ...
ამ ყველაფერს მაყურელი ქეთისთან ერთად განიცდის და სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურება:
«აფხაზეთის დაკარგვას არ განიცდის ხალხიი როგორც ქეთის ბედს»;
«მარტო მაშინ რა რეაქცია ქონდა ზაზას, როცა ნიაკოს ვიღაც ბავშვმა აკოცა და ცოლის ღალატზე რა მოხდება წარმოდგენაც არ მინდა»;
«ეს ყველაფერი ქეთის ვნებებით აღსავსე სიზმარი აღმოჩნდება, ღონემიხდილი ისევ ზაზას გვერდით გაიღვიძებს და ამოისუნთქებს»;
«გასაგებია, რომ ქმარი მართლა ძალიან ცუდად ექცევა, მამამთილი და დედამთილიც სერიოზულად არ აღიქვამენ, შვილიც "უჟმური" ხასიათის გამოადგა ... რაც შეეხება დაქალებს: პატარა "დებილ" გოგოდ მიიჩნევენ და მესმის რომ სულ მცირედი სითბო და ყურადღება აკლია, მართლა კარგად მესმის ამ პერსონაჟის ... მაგრამ აი ღალატს მაინც ვერაფრით გავამართლებ "; «შე მოსასპობო! ამ დაჭყეტილ კაცში რა მოგეწონა დედას გაფიცებ? დამეთხლიშა ნერვები»;
«ეს სერიალია, მაგრამ რეალობაშიც ასე შვრება ზოგი. კარგად ჩათხოვილი-გათხოვილი-სახლში ჩამჯდარი ქალები» - წერენ ფეისბუქ-კომენტარებში სერიალის მაყურებლები. განაგრძეთ კითხვა