თბილისში ცნობილი ქუჩის მუსიკოსი გარდაიცვალა

თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი ქუჩის მუსიკოსი, სამირ სავჩუკი გარდაიცვალა. თბილისის მეტროსადგურებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში, ხშირად შეამჩნევდით ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის მამაკაცს, სწორი შავი თმებითა და ჭრელი თვალებით, რომელიც გიტარაზე უკრავდა და გამვლელებისთვის მღეროდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამირ სავჩუკი ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს.

შსს-ს ინფორმაციით, სამირ სავჩუკი თბილისში ვეძინის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში 27 ნოემბერს იპოვეს გარდაცვლილი. საქმე აღიძრა 115-ე მუხლით. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მივიდა და გარდაცვლილი დილას, საწოლში იპოვეს.

სამირ სავჩუკის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისი ნაცნობები და მეგობრები წერენ:

«კარგი ბიჭი გარდაიცვალა ... წესიერი და თბილი ადამიანი იყო, ძალიან ტრაგიკული ცხოვრებით. უზომოდ განიცდიდა ჩვენი ეპოქის სიცივეს და ხშირად წუწუნებდა, რომ ადამიანობას ვკარგავდით"

«გზა მშვიდობისა სამირ ... მანდ მშვიდად იქნები - არც ზამთარი შეგაწუხებს, არც სიცივე, არც ხალხი ..."

«ძალიან უყვარდა მისი ქვეყანა, ის განიცდიდა თითოეული ადამიანის ტკივილს, სიცოცხლით და სიყვარულით აღსავსე ადამიანი, მე მას ვიცნობდი, და მიყვებოდა ხოლმე მის ცხოვრებაზე, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ის ჩემი მეგობარი იყო, ის ჩვენი მეგობარი იყო. გადაიტანა უამრავი დამცირება, შეურაცხყოფა, ტკივილი, ცემა, დაჩაგვრა, სიცივე, შიმშილი ...  განაგრძეთ  კითხვა