რა მისწერა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს

გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას, – ამის შესახებ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. მსურს დაგარწმუნოთ საფრანგეთის სრულ მზადყოფნაში, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებთ, შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო“, – წერს ემანუელ მაკრონი. ®