
"დაუდევარი მძღოლის გამო, მამის და და-ძმის თვალწინ დაიღუპა" - ტრაგიკული შემთხვევა ლისზე
- 29/11/18
- 785 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიტა დამენია, ორი დღის წინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვის შესახებ წერს:
"ჩემს საუკეთესო მეგობარს დღეს სიმწრით სავსე დღე გაუთენდა, ორი დღის წინ მათი სახლი სიხარულით იყო სავსე. ორი დღის წინ მზის მაგივრად ტასუნას ხატულა თვალები ანათებდა. ორი დღის წინ ლისის ტბაზე და-ძმასთან ერთად სეირნობდა, როცა დაუდევარმა მძღოლმა სამუდამოდ გაიმეტა. დღეს უკანასკნელ გზაზე უნდა გააცილონ, მე კი მათ გვერდით არ ვარ, ჩემს მეგობარს ვერაფრით ვანუგეშებ. ჩემს ნათლულს და მისი ძამიკოს ვერ ჩავკიდებ ხელს რომ წამით მაინც დაივიწყონ რაც ნახეს და განიცადეს. ღმერთმა გაგაძლიეროთ ლანა და გოგა. ნათელში იყოს ჩვენი ანგელოზი", - წერს მარიტა დამენია.