დღეს 'ქუნქურის' საერთაშორისო დღეა
- 30/11/18
- 1481 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
30 ნოემბერს სექსის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს არაოფიციალური დღესასწაულია- არცერთ სახელმწიფოს ოფიციალურად არ უღიარებია, თუმცა ამის მიუხედვად საკმაოდ ბევრი ადამიანი აღნიშნავს.
სექსის დღის აღნიშვნის ტრადიცია არც ისე დიდი ხნის წინ 2007 წელს ჩამოყალიბდა, ამაში დიდი წვლილი ინტერნეტმომხმარებლებს მიუძღვით. სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვის ადგილდ შერჩეულია ამსტერდამი. სწორედ აქ იმართება აღლუმები და გამოსვლები, რომლებზეც უსაფრთხო სექსის პროპაგანდირება ხდება. ღონისძიების მონაწილეები ადამიანებს საინფორმაციო ფლაერებს და პრეზერვატივებს ურიგებენ.