თინა კანდელაკმა საკუთარ 16 წლის ვაჟს 100 მილიონის ღირებულების საჩუქარი გაუკეთა

რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული არხის ქართველმა ტელეწამყვანმა, თინა კანდელაკმა, მის 16 წლის ვაჟს, 100 მილიონი რუბლის ღირებულების, საცხოვრებელი ფართი უყიდა. ბინა, რომელიც რომელიც მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ პენტჰაუზში მდებარეობს, 300კვ.მ-ია. ცხადია, რომ ტელევარსკვლავმა, შვილს ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საცხოვრებელი ფართი თინამ, დიდი ხნის წინ შეიძინა.

ინფორმაციას, რომელიც რუსულმა ტელეარხმა გავრცელა, კანდელაკმა განცხადებით უპასუხა:

"სოციალური ქსელის მომხმარებლები, ჩემს ქონებას განიხილავენ. გაახსენდათ, ჩემი 15 წლის წინ შეძენილი ბინა და გაუკვირდათ ის ფაქტი, რომ ჩემს შვილს გადავუფორმე. ალბათ ხვდებით, რომ საინტერესო დროში ვცხოვრობთ, და მე, ამ ფაქტით ბედნიერი ვარ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს ვისაც კაპიტალი აქვს. მე, არც ვმალავ ჩემი ქონების შესახებ, ჩემს თაყვანისმცემლებს, რეგულარულად ვაწვდი ინფორმაციას. რუსეთის ტელეარხებზე, თითქმის 26 წელია, ჟურნალისტად ვმუშაობ და საკმაოდ დიდი ანაზღაურებაც მაქვს. მაქვს საკუთარი ბიზნესი, დავუბრუნდი ტელევიზიას, ვარ ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი. რამდენიმე ხნის წინ, პრეობლემების გამო, იპოთეკური სესხიც კი ავიღე და ბინა, ბანკში ჩავდე. უამრავი შემიძლია გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ როგორ და რა გზით უნდა გამოვიმუშაოთ ფული. რა თანხასაც ვიშოვი, გეგმაში მაქვს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დავაბანდო და აქვე დავხარჯო კიდეც, მე, ვიხდი გადასახადებს და ამ ყველაფერს, იმ ადამიანებს ვუსურვებ, ვინც ჩემს შესახებ წერს" - ამბობს თინა კანდელაკი. 

ტელევარსკვლავმა, "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ძვირფასი ბეწვის ქურქში პოზირებს და აღნიშნა, რომ ქურქი, დღეს არ უყიდია, 3 წლის წინ შეიძინა.  

"ეს ყველაფერი რუსეთში შევქმენი, თქვენც იგივეს გისურვებთ"- წერს თინა. 

შეგახსენებთ, რომ თინა, ამ ეტაპზე, 31 წლის ვასილ ბროვკოსთან ერთად ცხოვრობს. პირველი ქმრისგან, ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინთან 2 შვლი ჰყავს - 18 წლის ქალიშვილი მელანია და 16 წლის ვაჟი ლეონტი. საინფორმაციო წყაროებმა, არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, თინას ფეხმძიმობის შესახებ, რაც არ დადასტურდა. 


primetime.ge