ბერა: „ამის თქმის გამო ჩემი ცოლი მომკლავს…“

ყველაზე ცნობილი ალბინოსი მსოფლიოში – მოგზაურმა დრიუ ბინსკიმ თავის „ფეისბუქ“ გვერდზე, რომელსაც მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ბერა ივანიშვილის შესახებ მოამზადა.

დრიუ ამბობს, რომ საფრანგეთში დაბადებული ბერა მულტიკულტურულ საზოგადოებაში გაიზარდა. „მე ხუთ ენაზე ვსაუბრობ, ქართულად, ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად და სიყვარულის ენაზე, ამის თქმის გამო ჩემი ცოლი მომკლავს… საქართველო ჩემი ღირსებაა. სადაც უნდა წავიდე, საქართველოს წარმოვადგენ“.

ვიდეოში საუბარია ბერას მუსიკალურ მისწრაფებებზე და იმაზე, თუ როგორ უყვარს სტუდიაში ყოფნა.

ვიდეოში ნახსენებია ბერას ოჯახი და ბიძინა  ივანიშვილი. ასევე აღნიშნულია, რომ ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია.