თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ. თაკო ჩარკვიანის განცხადებით ეს იყო პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული თავდასხმა და ამას თავად თავდამსხმელები აცხადებდნენ.

“ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ბანდა იყო ჩვეულებრივი, პრობაციონერი ვარო, ერთი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, პოლიტიკურ ნიადაგზე, აეროპორტში რომ დაგვინახეს, გვითხრეს დატოვეთ ქალაქიო, აგრესია იყო ძირითადად ჩემზე და ჩემს მეუღლეზე, მარტო იყო ჩემი მეუღლე, აქ იყო ჩვეულებრივი ცემა-ტყება, რომ არ ყოფილიყვნენ ქალბატონები, ჩაქოლილი იქნებოდა ჩემი მეუღლე, ორივეს დაგვიპირისპირდნენ ფიზიკურად, აქვე იყო ბავშვი, რომელსაც ვაცილებდი, კივილი დაიწყო. არც ერთი პოლიციელი არ განძრეულა, გარდა მოქალაქეებისა, მათი თანდასწრებით ხდებოდა, უკვე შევატყობინეთ საერთაშორისო ორგანიზაციას, გავახსნევინებ კამერებს, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ეს ჯგუფი გუშინდელი დღიდან მოძრაობდნენ აქ. პოლიციელებმა ისინი არ დააკავეს, მისცეს საშუალება, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. ჩემს მეუღლეს აქვს ნახეთქი ნიკაპთან. ოთხი ადამიანი, რომელიც ერთ ადამიანზე მოდიოდა“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, თავდამსხმელებმა მათ უთხრეს რომ მომხდარი არის პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული თავდასხმა. მისივე თქმით, ისინი პრეტენზიას გამოხატავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ იყვნენ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები.