10 საუკეთესო სერიალი, რომლის ყურებაც ასეთ ამინდში დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ
- 01/12/18
- 2738 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საქართველოში ინტერნეტმომხმარებლებს შორის ძალიან პოპულარულია ამერიკული და ბრიტანული სერიალები. მუდმივად განვითარებადი სცენარი, სიღრმისეულად დანახული პერსონაჟები, სეზონის დამაინტრიგებელი დასასრული – ეს ის კრიტერიუმებია, რომლითაც ისინი საპნის ოპერებისგან გამოირჩევიან.
დღეს მსოფლიოში უამრავი სერიალია, თუმცა ამჯერად მათგან მხოლოდ 10-ს გამოვარჩევდი:
10. Pretty Little Liars – სერიალი 4 გოგონაზეა, რომლებიც მათი საუკეთესო დაქალის გაუჩინარებიდან 1 წლის შემდეგ ისევ იკრიბებიან, იქ კი მათ ხვდებათ შეტყობინება ანონიმი “A”_სგან, რომელმაც მათი ყველა საიდუმლო იცის.
9. Once upon a time – სერიალი ზღაპრის სტილშია. 28 წლის ემმა სვონმა დიდი ხნის წინ უარი თქვა მის შვილზე, ჰენრი უკვე 10 წლის არის და მან შეძლო, რომ დედამისი მოეძებნა და ეთქვა რომ ემმა ფიფქიას და პრინცის შვილია. უცებ ემმა აღმოჩნდა ზღაპრულ სამყაროში – ქალაქ Storybrooke_ში.
8. Beverly Hills 90210 – (2008-2013) ლოს ანჯელესში გადასვლის შემდეგ, ენი უილსონი და მისი ძმა დიკსონი ხვდებიან რომ ბევერლი ჰილსი კონზასისგან ძალიან განსხვავდება და მათი ცხოვრება სრულიად შეიცვლება. ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის.
7. Gossip Girl – მანჰეტენის პრესტიჟული სკოლის სტუდენტები იგებენ, რომ ქალაქში სერენა ვან დერ ვუდსენი დაბრუნდა, ცნობილი ბლოგის მეშვეობით, რომელსაც “Gossip Girl” ქვია. ბლოგერის ვინაობა არავისთვის არის ცნობილი, თუმცა ყველა მათგანი მის გამოქვეყნებულ ჭორებში თავისდაუნებურად ებმება. სერენას საუკეთესო დაქალი ბლერიც კი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ სერენამ საზღვარგარეთ სწავლა გადაიფიქრა და მანჰეტენზე დაბრუნდა. დაქალებს შორის დაძაბულობა არც ჭორიკანას დარჩენია შეუმჩნეველი, რომელსაც ყველა საიდუმლო სააშკარაოზე გამოაქვს და ყველა ამბისგან სკანდალს ქმნის.
6. Game of Thrones – განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, ქრება. 7 სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისთვის ბრძოლა ჩაღდება. ამასობაში, შორეული ჩრდილოეთის ლეგენდებიდან ბოროტება იღვიძებს და მხოლოდ აღმართული კედელიღა იცავს მისგან ცოცხლებს.. (ჯორჯ მარტინის რომანის “ყინულისა და ცეცხლის გალობის” ეკრანიზაცია).
5. The Vampire Diaries – ელენა მიჩვეულია, რომ ბიჭები მის წინაშე მუხლებზე დგებიან. სტეფანი – სიმპათიური ბიჭია, რომელიც თვალებს სათვალეებში მალავს. ის ერთადერთია ვიზეც ელენას შარმი არ მოქმედებს. დეიმონი მისი სექსუალური და სასტიკი ძმაა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა სტეფანზე შურისძიებას.
4. The Originals – კლაუსი ბრუნდება ახალი ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ქალაქში, რომელიც მისი აშენებულია რამოდენიმე საუკუნის წინ, იქ ის შეუერთდება თავის ყოფილ პროტეჟეს მარსელს.
3. Revenge – მრავალი წლის წინ კონრად და ვიქტორია გრეისონებმა უმუზეზოდ გაწირეს მეგობარი, ის დაადანაშაულეს ტერორისტული აქტის ორგანიზებაში. დევიდი გაასამართლეს უდანაშაულოდ და ჩასვეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა. დიდი ხნის შემდეგ ქალაქში მისი ქალიშვილი ამანდა კლარკი ბრუნდება, რომლის ახალი სახელია ემილი ტორნი. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს – შურისძიება.
შურისძიება, ისევე როგორც ცხოვრება, რთული ამოცანაა. ორივე ბევრად მარტივი იქნებოდა, გონებას რომ შეეძლოს გაგება საით მივყავართ ჩვენს გულს, მაგრამ გულს თავისი მიზეზები აქვს, რასაც გონება ვერასდროს წარმოიდგენს. ემილი- თავდაჯერებული, მიზანდასახული ქალია, რომელიც ყველაფერს აკეთებს შურისძიებისთვის. იმდენად შეპყრობილია ამ აზრით, რომ.ხანდახან კის მეგობრებსაც უნადგურებს ცხოვრებას.. მაგრამ მისი გაგება შემიძლია, მთელი მისი ცხოვრება გვერდზე გადადო სამართლის აღსადგენად. ყველა სერიის დროს მახსენდება გამონათქვამი “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”.
2. Grey’s Anatomy – მოვლენების ცენტრშია ქირურგი მერედიტ გრეი, რომელიც სიეტლის საავადმყოფოში მუშაობს, აგრეთვე მასთან ერთად მომუშავე დამწყები ექიმებიც.
2005 წლიდან მიმდინარეობს სერიალის გადაღებები, წელს მე-13 სეზონი დაიწყო. ეს სერიალი ყველამ უნდა უყუროს, მიუხედავად იმისა აინტერესებს თუ არა მედიცინა. ძალიან ბევრს სწავლობ, რაც შეიძლება ცხოვრებაში გამოგადგეს, სერიალი მხოლოდ მედიცინაზე არ არის. აქ შენს საყვარელ პერსონაჟებთან ერთად ყოველდღიურად განიცდი ტკივილს და ბედნიერებას, კამათს და შერიგებას… ნამდვილი მეგობრობა, გულწრფელი სიყვარული და ბევრი ინტრიგა!
1. Criminal Minds – ფედერალური ბიუროს სპეც-განყოფილებაზეა, რომელიც შედგება რამოდენიმე აგენტისგან. ისინი იძიებენ სერიულ მკვლელობებს, ადგენენ ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, აწარმოებენ თვითმხილველთა დაკითხვას, აანალიზებენ და სწავლობენ დამნაშავის ცხოვრების ფსიქოლოგიურ მხარეს. ყველა ტვ-შოუში არსებობს წარუმატებელი და უინტერესო სერიები, მაგრამ არა Criminal Minds-ში. აქ ყველა სერია ერთმანეთზე მაგარი და საინტერესოა!


