
ინგა გრიგოლია - "ეს ამბავი წარმოუდგენელია"
- 01/12/18
- 1815 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება:
,,არჩევნებიდან სამ დღეში ცემა-ტყეპაზე და თავდასხმებზე გადავედით? ანგარიშსწორებებზე პოლიტიკური პოზიციების მიხედვით? წარმოუდგენელია ეს ამბავი! 21-ე საუკუნეა გარეთ!", - წერს ინგა გრიგოლია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაკო ჩარკვიანსა და მის თანხმლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავა.