სექსი კლავს? - სექსის დროს გარდაცვლილთა "რეიტინგი"

არც ისე დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც ცნობილი ნაწარმოების "რუხის 50 შუქჩრდილის" გავლენით წყვილი ისე გაერთო სადომაზოხისტურ სექსით, ბიჭს პარტნიორი გოგონა შემოაკვდა. ამგვარი შემთხვევა არც მანამდე ყოფილა იშვიათი. თქვენ წინაშე არიან ადამიანები, რომელთა სიკვდილი პირდაპირ კავშირშია სექსთან.

• 2001 წელს ამერიკელი ტურისტი რობერტ ჟილი ფილიპინების ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა 21 წლის გოგონას პორნოგრაფიული ფოტოების თვალიერებისას. 53 წლის კაცი თურმე ისე აღეგზნო, მისმა გულმა ვეღარ გაუძლო ამ გამოცდას.

• სანდრა ორელანა სასტუმროს მერვე სართულზე მდებარე აივნიდან გადმოვარდა. მიზეზი - სანდრა თავის ბოსთან სექსით იყო დაკავებული და მორიგი პოზის შეცვლის დროს რაღაც სწორად ვერ გათვალა, წონასწორობა დაკარგა და მოაჯირიდან გადაეშვა.

• 1999 წელს რუმინული ფეხბურთის ვარსკვლავი მარიო ბუჟენაუ და მისი მეგობარი გოგონა მოუთმენლობას ემსხვერპლნენ - ფეხბურთელის "მერსედესში" დაკავდნენ სექსით, მისივე ავტოფარეხში. ვნებამორეულ მარიოს ავტომანქანის ძრავის გამორთვა დავიწყებია და ერთმანეთს გადახვეულები გარდაიცვალნენ, გამონაბოლქვი აირისგან მოწამლულნი.

• პენსილვანიელი ცოლ-ქმარი ტობი და კრისტენ ტეილორები რეგულარულად ატარებდნენ ექსპერიმენტებს სექსის დროს. ინტიმის დროს ელექტროშოკერებსა და სხვა ელექტრომოწყობილობებსაც იყენებდნენ. თუმცა 2008 წლის იანვარში გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს - ქმარს ცოლი შემოაკვდა, ჩვეულებრივი ფენის მოშიშვლებული ელექტროსადენით ექსპერიმენტირებისას.


წაიკითხეთ  სრულად