ჯორჯ ბუშის გარდაცვალებას ძაღლი ძალიან განიცდის

ფოტოზე ბუშის ცხედართან მყოფი ლაბრადორი ჩანს

„მისია შესრულებულია“ – ამ წარწერით გაავრცელა აშშ-ის Twitter-ში ფოტო ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის პრესსპიკერმა, ჯიმ მაკგრატმა. ფოტოზე ბუშის ცხედართან მყოფი ლაბრადორი ჩანს.

ძაღლს „სალი“ ყოფილი მფრინავის, ჩესლი სალენბერგერის სახელის მიხედვით დაარქვეს, რომელმაც დაზიანებული სამგზავრო თვითმფრინავი მდინარე ჰუდსონზე დასვა და 155 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები გადაარჩინა.

ლაბრადორ სალის ორგვერდიანი დავალებების შესრულება, მათ შორის ტელეფონზე პასუხი და საგნების მოტანა შეუძლია.

ლაბრადორი ჯორჯ ბუშ უფროსთან სამუშაოდ ყოფილი პირველი ლედის, ბარბარა ბუშის გარდაცვალების შემდეგ მიიყვანეს. ახლა მას ვეტერანების დასახმარებლად, ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გაგზავნიან.