იმ "სისხლიან" ცხრა წელში...

იმ სისხლიან ცხრა წელში:

შუქი მოვიდა,
გაზი მოვიდა, 
დოლარი 1.65. ღირდა,
პენსია გაიზარდა 14 ლარიდან 150 ლარამდე,
მანქანებს არ ვკეტავდით,
მანქანის სარკეებს არ გვპარავდნენ,
შვილებს ეზოში სათამაშოდ მშვიდად ვუშვებდით, 
შეიქმნა ჯარი და პოლიცია,
გადაშენდა ქურდული მენტალიტეტი,
აშენდა იუსტიციის სახლები,
საყდრისს, რომელიც ხიხომ ააფეთქა, მიენიჭა ძეგლის სტატუსი,
აშენდა ახალი საავადმყოფოები, სკოლები;
ერთიანი, სამართლიანი, ეროვნული გამოცდები;
სახელმწიფო უცხოეთში აგზავნიდა ახალგაზრდებს განათლების მისაღებად;
აშენდა გზები, ავტობანები,
ქალაქები და ინფრასტრუქტურა,
ახალი ბათუმი, სიღნაღი, მესტია, ანაკლია, ყვარელი ახალი კურორტები ზემო აჭარაში, იმერეთში, კახეთში, სვანეთში....
კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაში კი არა - ციხეში იყო;
ამნისტირებული მანიაკები არ იტაცებდნენ და არ კლავდნენ 8 წლის ბავშვებს, 
არ აყაჩაღებდნენ ბანკებს....
თქვენ რომ უსამართლობა გაწუხებდეთ - რაფალიანცზე, თათუხაშვილზე, კიწმარიშვილზეც ამოიღებდით ხმას და სარალიძის და მაჩალიკაშვილის აქციაზე ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იქნებოდა....