კახი კავსაძეს ოპერაცია ჩაუტარდა
- 03/12/18
- 1873 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მსახიობ კახი კავსაძეს საწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ავრცელებს.
“ბატონ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, გარკვეული პერიოდი სცენაზე თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა დაგეგმილი წარმოდგენები აუცილებლად შედგება. კახი კავსაძეს მისი ვაჟი, ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, ირაკლი კავსაძე შეცვლის, რომელიც ვაშინგტონიდან საგანგებოდ მოემგზავრება საქართველოში. იმედი გვაქვს, ბატონი კახი მომდევნო თვეებში დანიშნულ სპექტაკლებში თამაშს შეძლებს და მთელი თეატრის სახელით მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "მარშალპრესი" ავცელებს.