ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვის "ლოკომოტივის“ ფეხბურთელი ალექსეი ლომაკინი, რომელიც 30 ნოემბრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

რუსი სამართალდამცავების ცნობით, ფეხბურთელის ცხედარი მოსკოვის სამხრეთით იპოვეს. ,,ლოკომოტივმა“ ლომაკინის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურ საიტზე დაადასტურა.

მანამდე, 3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ლომაკინის დედამ შვილის დაკარგვის თაობაზე პოლიციას მიმართა.

30 ნოემბერს ფეხბურთელი ,,ლოკომოტივის“ სამედიცინო ცენტრში პროცედურების გასავლელად მივიდა და ცენტრშივე გაატარა ღამე. მოგვიანებიტ აღმოცნდა, რომ მპორტსმენმა ახლობელთან ერთად ალკოჰოლური სასმელი მიიღო. ლომაკინის მობლური 2 დეკმებერს ტაქსში იპოვეს.

ბოლო მატჩი ნახევარმცველმა მოსკოვის ,,დინამოს“ წინაარმდეგ სექტემბერში ითამაშა. ლომაკინი ,,ლოკომოტივის“ კურსდამთავრებული იყო. 2018-2019 წლის სეზონში მან ახალგაზრდული გუნდის კლუბის ფარგლებში სამი მატჩი ითამაშა.