ამერიკაში 24 წლის ბავშვი დაიბადა
- 03/12/18
- 2872 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ემა ვრენ გიბსონი ქვეყანას ერთი თვის წინ მოევლინა. გოგონა 3 კგ-ს იწონიდა, სიგრძე კი 51 სმ გახლდათ. ახალშობილი ჩვეულებრივი ბავშვი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.
ემას დედას 24 წლის დონორის ემბრიონი ჩაუნერგეს. წყვილმა ემბრიონი 1992 წელს გაყინა და მათი ანონიმურობა, მათივე მოთხოვნით, დაცულია. სწორედ ამიტომ ითვლება ეს გოგონა უჩვეულოდ. აქამდე ხომ ყველაზე დიდი ემბრიონი 20 წლის იყო.
როგორც წესი, ამ პროცედურის დროს რამდენიმე ემბრიონის ჩანერგვა ხდება ხოლმე იმ შემთხვევისთვის, რომ პროცედურა წარმატებული გამოდგეს და თუ ერთი ემბრიონი ვერ გადარჩება, სათადარიგო ემბრიონმა განაგრძოს არსებობა.
თუ პროცედურა წარმატებულია, მომავალი მშობლები დანარჩენ ემბრიონებს სხვა უშვილო წყვილებისთვის ტოვებენ. სწორედ ასე ჩნდებიან სადონორე ცენტრებში ასაკოვანი ემბრიონები.
ემას მშობლებს შვილი არ უჩნდებოდათ. 26 წლის თინამ და 33 წლის ბენჟამენმა 7 წლის წინ ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს, თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო ამის გაკეთება ვერ მოახერხეს.
ერთ დღესაც ტელევიზიით ემბრიონის შვილად აყვანის შესახებ მოისმინეს და გადაწყვიტეს ამ ხერხით გამხდარიყვნენ მშობლები.
ემბრიონის შერჩევას რამდენიმე თვე დასჭირდა. წყვილმა 300-მდე ანკეტა განიხილა, მომავალი დედ-მამა ძირითადად მომავალი ბავშვის წონასა და სიმაღლეზე იყო ორიენტირებულნი, რადგან თავად ზომით საკმაოდ
პატარები იყვნენ. როდესაც 24-წლიანი ემბრიონის შესახებ გაიგეს, ჩათვალეს, რომ ეს სწორედ ის იყო, რასაც ეძებდნენ. თინა გიბსონმა სიხარულით განაცხადა, რომ ის და მისი გოგონა დაქალები იქნებიან, რადგან თავად თინა იმ დროისთვის 25 წლის გახლდათ.
წყვილს კიდევ უნდა შვილები, თუმცა გადაწყვეტილი არ აქვთ, ბავშვს აიყვანენ თუ ისევ ემბრიონს იშვილებენ.