7 ძალიან კარგი რამ, რაც თქვენს ცხოვრებაში 6 დეკემბერს მოხდება

6 დეკემბერს 2018 წელს მერკურის ბოლო რეტოგრადირების პერიოდი სრულდება. როგორც ცნობილია, რეტროგრადირების პერიოდი სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ დროს სასიამოვნო სიახლეებსაც უნდა ელოდოთ.

ვნახოთ 7 მთავარი სასიამოვნო და კარგი რამ, რაც თქვენს ცხოვრებაში 6 დეკემბრამდე მოხდება.

1. წარსულიდან თქვენთვის ძვირფასი ადამიანები შეგახსენებენ თავს - შესაძლოა, ძველმა მეგობარმა მოგწეროთ, დაგირეკოთ, შეგხვდეთ, ან რაიმე სასიამოვნო სიახლე გაიგოთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების შესახებ, რომელთაგანაც უკვე კარგა ხანია არაფერი გსმენიათ.


შესაძლოა, ყოფილმა რომანტიკულმა პარტნიორმა შეგახსენოთ თავი. ნუ გაგიკვირდებათ, შესაძლოა, ყოველივეს სასიამოვნო განვითარება მოჰყვეს.

2. ბოლოსდაბოლოს გადაჭრით პრობლემას, რომლის მოგვარებასაც დიდი ხანია ცდილობთ - პრობლემების გადაჭრა მერკურის რეტროგრადირების დროს განსაკუთრებით რთულია, მაგრამ რეტროგრადირების უკანასკნელი პერიოდი ყველაფრის მარტივად მოგვარების შესაძლებლობას მოგცემთ.


3. ძველი საქმიანი პარტნიორებისგან ელოდეთ სასიამოვნო სიახლეს - თუ სამსახურს ეძებთ, შესაძლოა სწორედ ძველი საქმიანი პარტნიორებისგან წამოვიდეს საინტერესო წინადადება და უარი არ თქვათ ამ შესაძლებლობაზე. თუ გაყიდვების სფეროში მუშაობთ, სწორედ ძველი პარტნიორების დახმარებით მიაღწევთ წარმატებას. მარტივად რომ ვთქვათ, ძველი კონტაქტები საინტერესო საქმიან წინადადებას შემოგთავაზებენ.


4. იპოვნით დაკარგულ ნივთებს - შესაძლოა, ადრე თქვენთვის ძვირფასი რაიმე ნივთი დაკარგეთ. ეს პერიოდი ამ ნივთის პოვნის შესაძლებლობას მოგცემთ. ასევე ეს იქნება საიდუმლოების გამჟღავნების ეტაპი. დაფარული არაფერი დარჩება.


5. დაასრულებთ დიდი ხნის წინ დაწყებულ საქმეს - პროექტებს, რომელზეც დიდი ხანია მუშაობდით, მაგრამ აქამდე ბოლომდე ვერ მიგყავდათ. იქნებით მოტივირებულები და ისიამოვნებთ შესრულებული სამუშაოთი.


6. იპოვნით კითხვებზე პასუხებს - ყველა თქვენს კითხვას გაეცემა პასუხი. ეს სიმართლის პოვნის პერიოდი იქნება.


7. იქნებით კარგ განწყობაზე, მხიარულები და პოზიტიურები - იმდენად კარგ განწყობაზე იქნებით, რომ უკბილო ხუმრობებზეც გაგეღიმებათ.