როგორ გავიქროთ ჭორფლები?

ჭრფლი არის კანის პიგმენტაციის მემკვიდრეული გამოვლინება მოყვითალო- მოყავისფრო შეფერილობის და მომრგვალებული ფორმის, ის უმეტესად სხეულის ღია ნაწილებში ვლინდება, ყველაზე ხშირად კი სახეზე ჩნდება. მათი რაოდენობა გაზაფხულსა და ზაფხულზე იმატებს, ეს მზის სხივების გავლენით ხდება. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც ჭორფლების გაქრობაში დაგეხმარებიან. აირჩიეთ მათგან ერთ-ერთი და ჩაიტარეთ მისი მკურნალობა ჭორფლების საბოლოოდ გაქრობამდე.

რეცეპტები:

1- სახიდან ჭორფლისა და ღვიძლისმიერი ლაქების მოშორება შეიძლება ბაბუაწვერას რძიანი წვენით ან გაატარეთ მისი ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში, გამოწურული წვენი დღეში 3-4-ჯერ წაისვით ჭორფლიან, პრობლემურ ადგილებში.

2- 1ჭ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ. ოხრახუშის ძირები, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ და შეურიეთ ერთი ლიმონის წვენი, ამ ნაყენის საშუალებით გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.

3- მწვანე ოხრახუშის ერთი კონა დაჭერით, გამოწურეთ წვენი და შეურიეთ თანაბრალი რაოდენობის აუდუღარი რძე, დღეში ერთხელ წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

4- ცხიმიანი კანის შემთხვევაში სახის გაწმენდა შეიძლება ლიმონის წვენისა და ოდეკოლონის ნარევით 1:1 თანაფარდობით. ათქვეფილ კვერცხის ცილას ნე-ნელა შეურიეთ 1 ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. გლიცერინი და 1/2 ჭ ოდეკოლონი, ამ ლოსიონით გაიწმინდეთ სახის კანი საღამოობით.

5- ჭორფლი თუ მცირე რაოდენობითაა და მკრთალი საკმარისია დილა-საღამოს სახის კანი თალგამისა და ლიმონის წვენის ნარევით გაიწმინდოთ.

6- ძლიერ გამათეთრებელ ეფექტს აძლევს სახის კანს კიტრის წვენი, თუმცა სახის გაწმენდა ამ ტექნოლოგიით ყოველ დღეა საჭირო.

7- ჭორფლის მოშორება შეიძლება მჟავე რძით დაბანით, ეს ხალხური საშუალებაა.

8- ჩაუშვით 30 ცალი ნუშის გული მდუღარე წყალში, 10 წუთის შემდეგ ამოიღეთ წყლიდან, გააცალეთ კანი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გატარებულ ნუშს წვეთ-წვეთობით, ნელი მორევით დაუმატეთ 1 ჩ.კ. ცივი, გადადუღებული წყალი და 15 გრ. თაფლი. მიღებული მასა მინიმუმ ერთხელ წაისვით სახეზე, 15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

9- ჭორფლის, ხალის, ნაოჭის, ფერისმჭამელასათვის რეკომენდირებულია ძილის წინ მარწყვის წვენის ან დასრესილი ნაყოფის გამოყენება საფენის სახით.