
მეკოს მდგომარეობა მძიმეა... რანაირად შეიძლება კარგად იყოს, როცა ოთხი ბავშვი უდედოდ დარჩა
- 04/12/18
- 2497 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

3 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე დაიღუპნენ "ნისან"-ში მსხდომი გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და ანი ჩხაიძე. BMW X5-ში მორაგბეები - მერაბ (მეკო) კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ისხდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, მძიმედ დაშავებული კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბრალი წაუყენეს და საქმეს ქუთაისის საქალაქო
სასამართლო იხილავს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მერაბ კვირიკაშვილი ("მეკო") ნასვამი რომ არ იყო, უდაოდ სცნო, როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ. ეს დააადასტურა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნამ.
ნუკრი კვინიკაძე, მეკო კვირიკაშვილის ადვოკატი:
- ბრალდების მხარემ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ ხუთიდან ერთ ექსპერტს დისტანციურად, ანუ სკაიპის საშუალებით 18 დეკემბერს დაკითხავს. მათ მიერ ორი დასკვნაა გაცემული, რომლიდანაც პირველი დასკვნით მერაბ კვირიკაშვილი გამტყუნებულია, მეორეთი - გამართლებული, რაც ჩვენი ექსპერტის დასკვნას ემთხვევა. ექსპერტიზით დადგენილია, რომ კვირიკაშვილს არ შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. საქმეში არსებობს მესამე - თეთრი მანქანა, ურომლისოდაც ეს ავარია არ მოხდებოდა.
ბრალდება ხუთიდან ერთ
ექსპერტს სკაიპით დაკითხავს, დანარჩენ ოთხი ექსპერტს ბრალდების მხარე თუ არა, შემდგომ პროცესზე მე დავკითხავ, ვინაიდან ისინი მეც მყავს დასაკითხთა სიაში.
ველით მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს, სხვანაირად დავას არც დავიწყებდით, ვაღიარებდით და ვიტყოდით, რომ დამნაშავეა. მეკოს მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ცდილობს, არ შეიმჩნიოს. ან რანაირად შეიძლება კარგად იყოს, როცა ამხელა ტრაგედია მოხდა, ოთხი შვილი უდედოდ დარჩა და პაპასკირის პატარა ბავშვიც მშობლების გარეშეა. ხარ თუ არა დამნაშავე, მაინც ტრაგედიის მონაწილე ხარ. მეკო სამტრედიის მიმართულებით მოძრაობდა, როცა შემხვედრად მომავალი ტრაილერის უკნიდან გამოვარდა მანქანა, რომელიც გასწრებას ცდილობდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მეკოს ბრალეულობა არ იკვეთება. საქმეზე არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა და დადასტურებულია, რომ მას არ აქვს დარღვეული საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი და არ შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. მეკო მას რომ არ შეჯახებოდა, მარჯვნივ მკვეთრად აიღო საჭე, იმ მანქანას ააცილა, მოცურდა და შეეჯახა შემხვედრად მომავალ პაპასკირის მანქანას. განაგრძეთ კითხვა