ნიკა რურუა გარდაიცვალა

კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის საცხოვრებელ სახლში მისი ახლობლები და კოლეგები ამ წუთებშიც იკრიბებიან.


მათ გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

არსებული ინფორმაციით, ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს რურუა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

"როგორც ვიცი, დედამ იპოვა. ადგილზე მისულ სასწრაფოს ნიკა გარდაცვლილი დახვდა"- ამბობს ოჯახის ახლობელი/

პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ნიკა რურუა 50 წლის იყო.