
Mercedes-Benz F 015 - ნათქვამს ვერ დაიჯერებთ, ეს უნდა ნახოთ!
- 2015-01-11 10:26:55
- 4952 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

Mercedes-Benz-მა ავტოინდუსტრიაში ახალი სიტყვა თქვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები. ინოვაციური Mercedes-Benz F 015 - ეს ფუფუნებაა, რომელიც მოძრაობს. სუპერმანქანა თავისით გადაადგილდება ნებისმიერ მარშრუტზე, ამისთვის მის ბორტკომპიუტერში მხოლოდ ადგილის მითითებაა საჭირო. ავტომობილის შიდა პარამეტრების რეგულირება თითით და თვალითაც კი შესაძლებელია. F 015 200 კილომეტრს ლითიუმ-იონის ბატარეის დახმარებით გადაადგილდება. უფრო შორ დისტანციაზე გადაადგილებისთვის კი საქმეში წყალბადის ძრავი ერთვება.