სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას გარდაცვალებას ეხმიანება
- 04/12/18
- 1781 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი და ყოფილი კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა 50 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა.